სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მარტვილის მეორე საჯარო ბაღიდან 15-მდე ბავშვი, ინტოქსიკაციის ნიშნებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში, ამ ეტაპზე, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები მუშაობენ. სპეციალისტები ბაღში კვების ბლოკს შეამოწმებენ, ასევე აიღებენ ნიმუშებს ლაბორატორიული კვლევისთვის.
შედეგების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას მიაწვდიან.