ქართველმა მოციგურავეებმა ოქროს მედალი მოიპოვეს

30 სექტემბერი 2019, 15:37 1913 ნახვა

ქართველების ოქრო ფიგურულ ციგურაობაში. ხორვატიის დედაქალაქში  იუნიორთა შორის გრანპრის მეექვსე ეტაპი გაიმართა ფიგურულ ციგურაობაში, სპორტულ ცეკვებში. ტურნირში მონაწილეობა 14 ქვეყნის 17-მა წყვილმა მიიღო. 

მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ პირველი ადგილი დაიკავეს! წარმატებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ქართველმა  წყვილმა ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა, რომელიც 5-9 დეკემბერს იტალიის ქალაქ ტურინში გაიმართება. მოკლე და თავისუფალ პროგრამაში რევიამ და კაზაკოვამ ბრწყინვალედ იასპარეზეს და სეზონის საუკეთესო შედეგი აჩვენეს. ქართველებმა ჯამურად 169.22 ქულა აიღეს და ოქროს მედლები არავის დაუთმეს. ქართველი მოციგურავეების კარიერაში ეს პირველი ოქროა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში