შეჩერებული კონკურსი - ბრძოლა მაუწყებლისთვის

29 სექტემბერი 2019, 20:40 1760 ნახვა

ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკა ხელისუფლებისთვის მიუღებელია - ძალიან ცხადია მედიაექსპერტების, ხელისუფლების ოპონენტებისა და თავად მაუწყებლის ჟურნალისტებისთვის. 24 სექტემბერს, მეოთხე კონკურსისთვის დირექტორობის მსურველთა განცხადებების მიღების დასრულებამდე ერთი საათით ადრე, კონკურსანტ გიორგი კოხრეიძის სარჩელის საფუძველზე, მოსამართლე კობა გოცირიძემ კონკურსი შეაჩერა. დირექტორობის კანდიდატი მესამე კონკურსის შედეგად დირექტორად აღიარებას ითხოვს.

მედიაექსპერტებმა და არა მხოლოდ მათ, პროცესს მედიის წინააღმდეგ სასამართლოს გამოყენების მცდელობა, მოსამართლის გადაწყვეტილებას კი უპრეცედენტო უწოდეს. სასამართლოს კონკურსი არ შეუჩერებია მაშინ, როცა ამას ყოფილი დირექტორი ნათია კაპანაძე ითხოვდა. მაუწყებლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სასამართლოს ძალით შეჩერებაში საფრთხეს მხოლოდ ხელისუფლება და მოსარჩელე მხარე ვერ ხედავენ.

მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ 5 თვის განმავლობაში, 3 კონკურსით დირექტორი ვერ აირჩია, რაც თავისთავად აჩენს კითხვებს. ამ ეტაპზე აჭარის ტელევიზია და რადიო ახალი მრჩეველთა საბჭოს მოლოდინშია. უმაღლესმა საბჭომ კანდიდატების განაცხადების მიღება უკვე დაასრულა. პარალელურად მოქმედი მრჩეველთა საბჭო ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს.

ხათუნა შუშანიძე
ჟურნალისტი და წამყვანი

ამავე კატეგორიაში