„კლასიკური - კოპროდუქცია“-ბათუმის დრამატული თეატრი ელენა მოდჟეიევსკას სახელობის ლეგნიცის თეატრალურ დასთან ერთად ერთობლივი პრემიერისთვის ემზადება.
მსახიობები რეპეტიციებს გადიან. პიესა ორი სამსახიობო ჯგუფის პირადი საუბრებისა და მათ იმპროვიზაციაზე დაყრდნობით შეიქმნა. სპექტაკლი, სიყვარულს, ტრადიციებს ორი ქვეყნის ისტორიასა და წარსულს ეხება. პირველი საპრემიერო ჩვენება 2 ოქტომბერს გაიმართება.