8 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული სააპელაციომ უვადო პატიმრობაში დატოვა 

26 სექტემბერი 2019, 20:06 4072 ნახვა

8 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე, სააპელაციო სასამართლომ უვადო პატიმრობაში დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაცვის მხარის საჩივარი არ დააკმაყოფილა. რვა წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე იაგო ნებიერიძეს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა, 27 მაისს მიუსაჯეს.

ის წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ბავშვი არ მოუკლავს. 

პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ ნებიერიძემ ცეკვის გაკვეთილზე მიმავალი რვა წლის გოგონა სახლში შეიტყუა, ისარგებლა მისი უმწეო მდგომარეობით და მასთან სექსუალური ქმედება განახორციელა.

'' ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით, ი.ნ.-მ არასრულწლოვანს მკვრივი-ბლაგვი საგნით თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა და ხელებით გაგუდა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ი.ნ.-მ გოგონას გვამი ქ.გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, მდინარე ლიახვის მიმდებარე ტერიტორიაზე გადამალა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ი.ნ. 2018 წლის 26 ოქტომბერს ქ.გორში დააკავეს''. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი