ხელისუფლებას არ მოსწონს და ცდილობს გაანადგუროს აჭარის მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა - ზვიად ქორიძე

25 სექტემბერი 2019, 21:35 2626 ნახვა

გოგა კოხრეიძე არის ინიციატორი იმისა, რომ აჭარის ტელევიზია და რადიო კიდევ უფრო მეტ კრიზისში ჩააგდონ, დღეს უკვე ხელისუფლებამ ამ პროცესში სასამრთლოც ჩართო  - ასე აფასებს მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე მოვლენებს და დირექტორის მეოთხე კონკურსის სასამართლოს ძალით შეჩერების ფაქტს.  

2019 წელს, აჭარის ტელევიზიის დირექტორს, ნათია კაპანაძეს იმპიჩმენტი გამოუცხადეს, მას შემდეგ, სამი კონკურსი ჩავარდა, მრჩეველთა საბჭოს წევრებმა ვერ მოახერხეს შეთანხმება და ახალი დირექტორის არჩევა. ბოლო კონკურსი კი, რომლის ჩატარებას მისი უფლებამოსილების ვადაში შეძლებდა მოქმედი მრჩეველთა საბჭო, სასამართლომ შეაჩერა. ზვიად ქორიძე ფიქრობს, რომ ეს ხელოვნურად მოხდა. 

"ყველაზე დიდი საფრთხე არის ის, რომ აჭარის ტელევიზია და რადიო თავისი სარედაქციო პოლიტიკით არის მიუღებელი დღეს ხელისუფლებისთვის. ამაზე ბევრჯერ ყოფილა განცხადება გაკეთებული მთავრობის მხრიდან"-ამბობს მედიაექსპერტი. 

ეს არის ყველაზე სერიოზული პრობლემა, ამას ემსახურებოდა წინა დირექტორის უნდობლობის საკითხი, ამას ემსახურება ის, რომ 5 თვე მრჩეველთა საბჭომ ვერ აირჩია ახალი დირექტორი. მიუხედავად იმისა, რომ პირველივე კონკურსში იყო საკმაოდ ღირსეული კანდიდატი. იქვე შეეძლოთ მიეღოთ ეს გადაწყვეტილება და ყველაზე კარგი დამაგვირგვინებელი ბრჭყალებში.

სიურპრიზი მოამზადეს ახლა, რა თქმა უნდა ეს მრჩეველთა საბჭოს მონაწილეობის გარეშე გააკეთეს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, სხვადასხვა სახელისუფლებო ჯგუფი ამ პროცესში მონაწილეობს, ეს ის არის, რაც გუშინ გააკეთა მოსამართლე გოცირიძემ, როდესაც მან უცერემონიოდ შეაჩერა კონკურსი, რაც მართლაც უპრეცედენტო შემთხვევაა თანამედროვე საქართველოს პირობებში.

"დღეს უკვე მონდომებულია ხელისუფლება. 2014 წელს არჩეული საბჭოს შემადგენლობა მთლიანად არ არის კონტროლირებადი მისგან, იმიტომ, რომ მაშინ როდესაც საბჭოს ეს წევრები აირჩიეს, იყო სხვა განლაგება უმაღლეს საბჭოში. ახლა ფიქრობენ, რომ უმჯობესია, ეს პროცესი საერთოდ გააჩერონ ვიდრე არ აირჩევენ ახალ მრჩეველთა საბჭოს, სადაც უპრობლემოდ გაიყვანენ იმ დირექტორს რომელიც მათ სურთ" - განაცხადა ზვიად ქორიძემ.

მედიაექსპერტი ფიქრობს, რომ ნათია კაპანაძისთვის უნდობლობის გამოცხადებიდან დღემდე, მაუწყებელი  ბევრჯერ მოიხსენია ხელისუფლებამ ნეგატიურ კონტექსტში .

"აჭარის ტელევიზია ბიძინა ივანიშვილმა მოიხსენია ნაციონალების და რუსთავი 2 -ის  ფილიალად, როდესაც თქვენსავე სტუდიაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დაოკებისკენ მოგიწოდათ და კიდევ ძალიან ბევრი რამ, რაც ახლა შეიძლება სპონტანურად არ გამახსენდეს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ეს არის განსაკუთრებული საზოგადოების მნიშვნელობის, დემოკრატიული ინსტიტუცია და ეს სჭირდება ჩვენს საზოგადოებას განვითარებისთვის, მომავლისთვის, პროგრესისთვის. ეს არ არის სადღეგრძელო, იმიტომ, რომ ნორმალური საზოგადოებრივი მაუწყებლის პირობებში, აი ის პოლარიზებული მედია გარემო აღარ იქნება რისკი საზოგადოებისთვის.

"თქვენ დაინახეთ, რომ როდესაც გაჩნდა ერთპოლუსიანი ანუ ისეთი მედია გარემო, როდესაც რუსთავი 2- ს იმ სარედაქციო პოლიტიკით, რაღაც კონკრეტულ ვითარებაში მოერია ხელისუფლება, როგორ მნიშვნელოვნად გაიზარდა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს რეიტინგი. რატომ გაიზარდა? იმიტომ, რომ საზოგადოებამ სწორად დაინახა, ეს არის ტელევიზია, რომელიც არ მიატოვებს მაყურებელს, რომელიც მიაწვდის ინფორმაციას ზუსტ, გადამოწმებულ, უტყუარ და მიუკერძოებელ ინფორმაცის. ასეთი ტელევიზია სჭირდება მას, სამწუხაროა როდესაც მაუწყებლის ერთი პლატფორმა არის ასეთი თანამედროვე და განვითარებაზე ორიენტირებული და მეორე პლატფორმა, ვგულისხმობ პირველ არხს, არ არის ასეთი და ეს არის ჩვენი საზოგადოების პრობლემა" - განაცხადა ზვიად ქორიძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერში. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი