მთებში პირველი თოვლი მოვიდა

22 სექტემბერი 2019, 12:30 1644 ნახვა

აჭარის მაღალმთიანეთში პირველი თოვლი მოვიდა. თოვს გოდერძის უღელტეხილზე, ბახმაროში, თუშეთსა და  ჯავახეთის მაღალმთიან სოფლებშიც.  

კურორტ ბეშუმში გუშინ გვიან ღამით გათოვდა, ბახმაროში კი დღის მეორე ნახევარში. როგორც სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერენ, ბახმაროში თოვლის საფარი სიმაღლე 50 სანტიმეტრს აღწევს.

სინოპტიკოსების ცნობით,  დღეს დღის ბოლოს ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება შეწყდება და გამოიდარებს. ორშაბათს უნალექო და მზიანი ამინდი იქნება ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე.  სამშაბათიდან კი მნიშვნელოვნად დათბება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი