შეწყალება არ არის ის, რაც ზოგს ჰგონია - სალომე ზურაბიშვილი

18 სექტემბერი 2019, 11:29 1335 ნახვა

''შეწყალება არ არის ის, რაც ზოგს ჰგონია, ეს არ არის ვინმეს გამართლება, არც რომელიმე სასამართლოს რევიზია. ეს არის პრეზიდენტის პერსონალური, სუბიექტური გადაწყვეტილება, მისი პასუხისმგებლობის ქვეშ. ეს არის გარემოებების შეფასება. ამ შეფასებას აკეთებს ადამიანი, კი ბატონო საქართველოს პრეზიდენტი, რაც არ გამორიცხავს შეცდომას'' - თქვა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.

პრეზიდენტმა პატიმრების შეწყალების საკითხზე განცხადება მოულოდნელად გააკეთა. ადმინისტრაციის წარმომადგენლების ინფორმაციით, ბრიფინგი საპარლამენტო მდივანს დიმიტრი გაბუნიას უნდა ჩაეტარებინა. 

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ატეხილ აჟიოტაჟს პასუხობს, რადგან საზოგადოების წუხილი ადარდებს. მისივე განცხადებით, შეწყალების დროს გარიგებებში არ შესულა, რაზეც ოპონენტები აპელირებენ. 

''საზოგადოების წუხილი მაწუხებს. ეს აჟიოტაჟი რაც ჩემს მიმართ სისტემატურად ხდება, ჩემი უცხოეთში წასვლის, წამოსვლის ან წარმატებული ვიზიტის დროს, ქვეყნისთვის დამაზარალებელია. ეს უნდა შევიგნოთ, როცა მე ვარ უცხოეთში, არ ვარ მე, ვარ საქართველოს წარმომადგენელი'' - ამბობს სალომე ზურაბიშვილი. 

პრეზიდენტმა ჟურნალისტების დამატებით შეკითხვებს აღარ უპასუხა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი