ხვალიდან ახალ სეზონს იწყებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო. ჩვენი მაყურებელი ახალ ამბებს ხვალ დილის 10 საათიდან ნახავს. უკვე ტრადიციულ საინფორმაციო გამოშვებებს კიდევ ორი დაემატება, 2 და 5 საათზე.
იცვლება საღამოს “მთავარის“ დროც. დღის შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება ერთი საათით ადრე გავა ეთერში და თეონა ბაკურიძე ყველა სიახლეს საღამოს 8 საათზე შეაჯამებს.
მთავარ მოვლენებზე შაბათ-კვირას კვლავ საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემების და “კვირის მთავარის” ჟურნალისტები მოგიყვებიან. დილას ერთი საათით ადრე იწყებს რადიოვიზიის გუნდიც. ბევრი სიახლეა შემოქმედებით გადაცემებში. ხვალიდან ბადეში ჩაეშვება იტალიური სერიალი.