პრეზიდენტ პუტინს მხოლოდ ერთი, ძალის ენა ესმის - რასმუსენი  

10 სექტემბერი 2019, 12:04 1458 ნახვა

რუსეთთან ურთიერთობებისთვის ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მტკიცე პოზიცია და ერთიანობა ევროპასა და აშშ-ს შორის, – ეს განცხადება ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, თბილისში საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა. 

ანდერს ფოგ რასმუსენმა რუსეთთან ურთიერთობაზე საუბრისას თქვა, რომ „საქართველო მარტო არ არის“.

მისივე განცხადებით, მოლაპარაკების ორი გზა არსებობს, დათმობაზე წასვლა ან ან სიმტკიცის შენარჩუნება და წინააღმდეგობის გაწევა. რასმუსენი აცხადებს, რომ ის უპირატესობას მეორეს ანიჭებს. წერს საზოგადოებრივი მაუწყებელი. 

''საქართველო რუსეთის მეზობელია. ვფიქრობ, გარდაუვალია რუსეთთან ურთიერთობების განვითარების ცდა რამდენადაც ეს შესაძლებელია. ამის ალტერნატივას ვერ ვხედავ, თუმცა ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ პრეზიდენტ პუტინის ფსიქოლოგია. შეგიძლია მოლაპარაკებების ორი გზა აირჩიო. ან ირჩევ დათმობებზე წასვლას, სირბილეს, მოსახერხებელ საუბრებს, ან უნდა სცადო, იყო მტკიცე, შეინარჩუნო ერთიანი პოზიცია და წინააღმდეგობა გაუწიო რუსეთს. ეჭვგარეშე, მე ამ უკანასკნელთა ბანაკს ვეკუთვნი. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტ პუტინს მხოლოდ ერთი ენა ესმის, ეს არის ძალის ენა. რუსეთთან ურთიერთობებისთვის ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მტკიცე პოზიცია და ერთიანობა ევროპასა და აშშ-ს შორის. ჩვენ უნდა ვისაუბროთ ერთი ხმით და ვუთხრათ პუტინს, რომ რუსეთი გადარჩება თანამშრომლობით და არა კონფრონტაციით.

მე არ ვარ რუსეთის წინააღმდეგ განწყობილი, მე ვფიქრობ, რომ დასავლეთს და რუსეთს ბევრი საერთო ინტერესი აქვთ, როგორც ეკონომიკის, ისე უსაფრთხოების სფეროში, სადაც ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ, თუმცა კრემლის ხელმძღვანელობამ სხვაგვარად გადაწყვიტა“, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი