კიდევ ერთი დაღუპული მუშა - საგანგაშო სტატისტიკა 

06 სექტემბერი 2019, 21:57 2056 ნახვა

ერთი მუშა დაიღუპა, ერთი კი დაშავდა - ეს სამშენებლო ობიექტზე მომხდარი მორიგი შემთხვევაა, ამჯერად ქობულეთში, სანაპირო ზოლში მიმდინარე მშენებლობაზე.  კომპანიის წარმომადგენლებთან დაკავშირება ვერ ხერხდება, მითითებული ნომერი გათიშულია. მშენებლობა კი გრძელდება. ინფორმაცია შემთხვევის შესახებ არ ჰქონდა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციას. შესაბამისად არც მოკვლევაა დაწყებული.

ცნობისთვის 1 სექტემბრიდან შევიდა ძალაში ნორმა, რომლის მიხედვითაც სავალდებულოა კომპანიას ობიექტზე ჰყავდეს უსაფრთხოების ინსპექტორი. არ ვიცით ჰყავდა თუ არა ამ კომპანიას, ან რა ტიპის ნორმა იყო დარღვეული, თუმცა ფაქტია რომ  შემთხვევა ფატალურად დასრულდა.

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი