სოფელ ჩორჩანაში ქართველი სამართალდამცველების ბლოკპოსტი ადგილზე რჩება

31 აგვისტო 2019, 11:40 1306 ნახვა

სოფელ ჩორჩანაში ქართველი სამართალდამცველების ბლოკპოსტი ადგილზე რჩება. საოკუპაციო ხაზთან ამ ეტაპზე სიმშვიდეა. მოლაპარაკებები დეფაქტო რეჟიმთან  მომავალ კვირას  გაგრძელდება.

გუშინ, ოკუპირებულ წნელისში გამართულ მოლაპარაკებებზე შეთანხმდნენ, რომელსაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ეუთოს სპეციალური წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ იმაზე, რომ გადაიდგმება ნაბიჯები ვითარების დეესკალაციისკენ. მანამდე ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ სოფელ წნელისში საგუშაგო განთავსდება.
 

ცხინვალის დეფაქტო რეჟიმმა საქართველოს ულტიმატუმი 29 აგვისტოს ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე წაუყენა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ ბლოკპოსტის დაშლა და საქართველოსგან პროვოკაციების შეწყვეტა მოითხოვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი