ძლიერმა წვიმამ ერთ-ერთ ბინაში ჭერის ნაწილი ჩამოშალა

31 აგვისტო 2019, 00:08 2281 ნახვა

დღეს, 30 აგვისტოს, ძლიერი წვიმის შედეგად, ბათუმში, პუშკინი 137 ნომერში, საცხოვრებელ სახლში წყალი ჩავიდა.

5 სართულიანი სახლის ერთ-ერთ ბინაში, სახურავიდან ჩამოსულმა წყალმა ჭერის ნაწილი ჩამოშალა, დააზიანა საყოფაცხოვრებო ნივთები.

ჯამში, კორპუსის მე-4 და მე-5 სართულზე მცხოვრები რამდენიმე ოჯახის საცხოვრებელია დაზიანებული.

ისინი დახმარებას ბათუმის მერიას სთხოვენ და  უამინდობის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. 

პუშკინის #137 მცხოვრებლები გვიყვებიან, რომ ამ სახლის მდგომარეობის შესახებ მერიაში ინფორმაცია აქვთ. მათი მტკიცებით, უამინდობის დროს, ერთხელ უკვე დაუზიანდათ საცხოვრებელი და  მერიას მაშინ მიმართეს დასახმარებლად.  „ეს მეორე შემთხვევაა, თუმცა მერიის რეაგირება ჯერ კიდევ არ აქვს“ - გვეუბნებიან დაზარალებულები. 

მაუწყებელი  ბათუმის მერიის პოზიციას, საკითხის დაზუსტების შემდეგ გაგაცნობთ. 

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი