პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მსჯავრდებული დეკანოზის შეწყალებაზე უარი თქვა- ინფორმაცია გიორგი მამალაძის ძმამ გაავრცელა. როგორც ის წერს პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან ოფიციალური პასუხი ჯერ არ მიუღია.
მსჯავრდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით რამდენიმე დღის წინ მიმართა. აღნიშნული თხოვნით მან ყოფილ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილსაც მიმართა, მაშინაც უარი მიიღო.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს 34 ადამიანი შეიწყალა.