ბათუმში დღეიდან ე.წ საზიარო ავტომობილების სერვისი ამუშავდა. ბათუმელებს და ტურისტებს შეუძლიათ აღნიშნული სერვისით ავტომობილებით სარგებლობა. კომპანია „აიქარის“ ოფიციალური პრეზენტაცია გუშინ გაიმართა. პრეზენტაციას ქვეყნის პრემიერი მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაესწრო.
როგორც კომპანია „აიქარში“ აცხადებენ, ეკოლოგიური პროექტების განვითარებით საქართველო დგება იმ ევროპული ქვეყნების გვერდზე, სადაც ზრუნავენ გარემოზე, უფრთხილდებიან ეკოლოგიას. ამ ეტაპზე ბათუმში 20 ერთეული რენალთ ზოის-ს მარკის ელექტრომობილია შემოყვანილი, ბათუმის რკინიგზის სადგურში კი 10 ელექტრო გასამართი სადგური.
ავტომობილებით სარგებლობა აპლიკაციის მეშვეობით არის შესაძლებელი. სარფი-ურეკი ამ ტერიტორიაზე არის შესაძლებელი ელექტრომობილით გადაადგილება.