რუსთავი 2“-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში სოციალური ქსელით ტელეკომპანიაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს ეხმიანება. „რაც მოხდა სიურპრიზი არ იყო, მაგრამ არ არის სასიამოვნო. ყველაფერი კარგად იქნება“, – წერს ქიბარ ხალვაში „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.
ტელეკომპანია არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანებმა დინა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა „კურიერის“ 9-საათიანი გამოშვების დაწყებისას დატოვეს, რის შემდეგაც საინფორმაციო გამოშვება შეწყდა.
დღეს, 19 აგვისტოს, გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, ტოკ შოუების წამყვანები ეკა კვესიტაძე და ნანაუკა ჟორჟოლიანი გათავისუფლდნენ სამსახურიდან. მისივე თქმით, გიორგი გაბუნიას და გიორგი ლაფერაშვილის გათავისუფლება მათი შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ იგეგმება.