ვითარება საოკუპაციო ზოლში

20 აგვისტო 2019, 18:06 1077 ნახვა

რუსი ოკუპანტები დილიდან გუგუტიანთკარში კვლავ გამოჩდნენ. და ამ სოფელსა და და ოკუპირებულ სოფელ დისევს შორის ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს, ახალ პერიმეტრზე განაგრძობენ. სამხედროები სატვირთო მანქანით გადაადგილდებიან და ბოძების მონტაჟისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს ამ დრომდე აუთვისებელ ტერიტორიაზე აწარმოებენ და ხეებს სხლავენ.

საერთო ჯამში, უკანონო ბორდერიზაციის პერიმეტრი დაახლოებით 100 მეტრამდე გაიზარდა.რაც შეეხება იმ ადგილს სადაც გუშინ რკინის საყრდენი ბოძები დაამონტაჟეს, სამუშაოები  იმ ადგილას, არ განუახლებიათ.პროცესს  ადგილზე აკვირდებიან  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები და მობილიზებულები არიან სამართალდამცავები

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი