საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს - არსამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ

20 აგვისტო 2019, 14:30 1200 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს.


რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია 5 და 6 აგვისტოს საარჩევნო საკითხებზე გამართული სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ეხმაურება, რომელზეც განიხილებოდა მმართველი გუნდის მიერ მომზადებული ინიციატივები საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ.
 

მესამე სექტორში ამბობენ, რომ მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილი პროექტი შეიცავს არაერთ პრობლემურ საკითხს და ამ სახით მისი მიღების შემთხვევაში მნიშვნელოვან დაზიანდება საარჩევნო გარემოს 2020 წლის არჩევნების წინ.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია რეგულაციები, რაც გამოხატვის თავისუფლებას და მედიას უკავშირდება. შემოთავაზებული ცვლილებების მნიშვნელოვანი ნაწილი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ის მიმართულია გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ და გაუმართლებელ ტვირთს აკისრებს მედიას, რაც ცალსახად უარყოფით გავლენას მოახდენს საარჩევნო პერიოდში მედია საშუალებების მუშაობაზე - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი