იზორიას პირველი ვიზიტი ავღანეთში

29 აგვისტო 2016, 00:00 3484 ნახვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ავღანეთში პირველი ოფიციალური ვიზიტი გამართა. იზორიამ შეხვედრები გამართა ქალაქ ქაბულში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის სარდალთან, შტაბის უფროსთან, და ნატოს ელჩთან. შეხვედრების დასრულების შემდეგ მინისტრი IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის "ალფა" ასეულის სამხედროებს პირადად გაესაუბრა. ლევან იზორია გერმანულ სამხედრო ბაზა "მარმალზეც" გაემგზავრა და ბრიგადის გენერალს, II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეულის შესახებ ესაუბრა. ლევან იზორია V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებსაც შეხდვდა და მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. 

ამავე კატეგორიაში