„ტვ პირველის“ დამფუძნებელი სასამართლოში დღეს დაიკითხება

08 აგვისტო 2019, 11:06 1231 ნახვა

,,ტვ პირველის“ დამფუძნებელს 15   საათზე სასამართლოში გამოკითხვაზე ელოდებიან. ვახტანგ წერეთელმა გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით თავად მოითხოვა და უარი თქვა პროკურატურაში მისვლაზე.  

პროკურატურის განცხადებით, ვახტანგ წერეთელი საგამოძიებო   უწყებაში   გამოკითხვაზე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას  ეხება.  

საუბარია  2018 წელს დაწყებულ გამოძიებაზე  რომელზეც ბრალი „თიბისი“ ბანკის დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ფულის გათეთრების მუხლით აქვთ წაყენებული. ვახტანგ წერეთელი მის დაკითხვაზე დაბარებას „თავისუფალ მედიაზე ზეწოლად“ აფასებს და ამბობს, რომ ხელისუფლება „ტვ პირველის“ გაჩუმებას ცდილობს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი