,,გოგონა მავთულხლართებთან“ - ახალი სტენსილიგორში

07 აგვისტო 2019, 12:13 1688 ნახვა

აგვისტოს ომის ამსახველ ქრონოლოგიას გორში კიდევ ერთი ახალი სტენსილი შეემატა.

გორში 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაცხრილულ ერთ-ერთ კედელზე "საერთაშორისო  გამჭვირვალობა - საქართველომ"  სტენსილი დახატა.

დაცხრილულ  კედელზე გამოსახული რუქით, გაჩერებული საათით, ფოთოლცვენითა და მავთულხლართებით ორგანიზაცია მცოცავ ოკუპაციას ეხმიანება.

სტენსილზე გამოსახულია გოგონა, რომელიც გაყურებს მავთულხლართების იქით დარჩენილ საქართველოს. გოგონას ხელში სიმბოლურად  მაკრატელი უჭირავს, როგორც კონფლიქტის საბოლოოდ მოგვარების სიმბოლო. მავთულხლართების მიღმა დაფენილი ფოთლები დაზარალებულ მოქალაქეებს, ავტომატის ტყვიებით დაცხრილული კედელი კი სიმბოლურად რუსულ აგრესიას გამოხატავს.

სტენსილის გახსნა სიმბოლურად აგვისტროს ომიდან მე-11 წლისთავს მიეძღვნა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი