„რუსთავი 2“-ის ფინანსური დირექტორი პროკურატურაში გამოკითხვაზეა ​

03 აგვისტო 2019, 15:08 2281 ნახვა

გენერალურ  პროკურატურაში „რუსთავი2“-ის ფინანსური დირექტორის, კახა დამენიას გამოკითხვა მიმდინარეობს. ის ტელევიზიის ფინანსური დაზარალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იკითხება. კახა დამენია საგამოძიებო უწყებაში ადვოკატ ბექა ბასილაიასთან ერთად მივიდა. დამენია „რუსთავი2“-ში ფინანსურ სამსახურს წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

სავარაუდოდ, გამოძიება მას კითხვებს დაუსვამს, მონაწილეობდა თუ არა იმ ხელშეკრულებების გაფორმებაში, რომელიც ტელევიზიის ქვეკონტრაქტორ კომპანიებთან დაიდო, „რუსთავი2“-ის სარეკლამო დროის გაყიდვის თაობაზე. ტელევიზიის განზრახ ზარალის მიყენების საქმეში, სწორედ ქვეკონტრაქტორი კომპანიები „ინტერმედია“” და „ინტერმედია პლიუსი“ ფიგურირებენ.

დარინა გარგანჯია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში