მთავრობა გვერდით დაუდგება ოჯახებს, რომლებიც ტურისტების კლების გამო დაზარალდნენ. ამის შესახებ დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. მთავრობის თავმჯდომარე არ აკონკრეტებს დეტალებს, თუმცა ამბობს რომ შესაბამისი ღონისძიებები აგვისტოში გატარდება.
როგორც იცით რუსეთიდან ფრენების აკრძალვის შემდეგ, საქართველოში რუსი ტურისტების 80-მა პროცენტმა ჯავშნები გააუქმა. როგორც ჩანს, სწორედ ამ ნაკადზე და მაისში აღებულ სტარტზე დაყრდნობით პროგნოზირებდნენ წელს ყველაზე წარმატებული სეზონის ჩატარებას. წარუმატებლობას კი, ისევე როგორც მთელი ცენტრალური მთავრობა, თორნიკე რიჟვაძეც „ნაციონალურ მოძრაობას“ უკავშირებს.