დღეს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამასთან დაკავშირებით ბათუმში საინფორმაციო კამპანია გაიმართა. ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის წარმომადგენლებმა მოქალაქეებს ბროშურები და ფლაერები დაურიგეს, სადაც აღნიშნულია ინფორმაცია, თუ როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე საზღვარგარეთ გამგზავრების დროს.