ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

28 ივლისი 2019, 21:25 1305 ნახვა

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. როგორც ზვიად კორძაძემ განაცხადა, განჩინება გვიან ჩაბარდათ და ის დაუსაბუთებელია. მისი თქმით, 48 საათია გასაჩივრებისთვის და 8 საათით ადრე ჩაბარდათ. სასამართლო განჩინება კი დაუსაბუთებელია. როგორც ზვიად კორძაძემ აღნიშნა არგუმენტებს, პასუხი საერთოდ არ აქვს გაცემული. საზღვარგარეთ გასვლის აკრძალვა და ნებართვის მიცემა კი არ იყო რელევანტური.

ამიტომ სააპელაციო სასამართლოს სთხოვს, გააუქმოს აღნიშნული განჩინება და არ გამოიყენოს აღკვეთი ღონისძიება.თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, თითოეულს 700 000 ლარის გირაო შეუფარდა, ამასთან, სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მოთხოვნა და მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ქვეყნის დატოვებისთვის პროკურატურის ნებართვა სჭირდებათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი