ოქრუაშვილი პარლამენტის შენობაში ძალადობრივ შეჭრას ცდილობდა - შსს

25 ივლისი 2019, 20:30 1429 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზე ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს.

უწყების ცნობით, ოქრუაშვილი პარლამენტის შენობაში ძალადობრივ შეჭრას ცდილობდა, ასევე მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში.

20 ივნისის აქციის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული. 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, 20 ივნისის აქციის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში 23 ივლისს გამოკითხეს. 

ირაკლი ოქრუაშვილმა მოგვიანებით ჟურნალისტებს უთხრა, რომ გამოკითხვის დროს ხუმრობის ხასიათზე იყო. 20 ივნისის ღამეს კი პარლამენტში ხელფასის ასაღებად მივიდა. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი