ვტოვებთ ბანკში დაკავებულ თანამდებობებს, სანამ ეს აბსურდული პროცესი არ დასრულდება - მამუკა ხაზარაძე

25 ივლისი 2019, 09:11 1652 ნახვა

თიბისი ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ის და ბადრი ჯაფარიძე ბანკში დაკავებულ თანამდებობებს ტოვებენ.

გადაწყვეტილების შესახებ მამუკა ხაზარაძემ Facebook-ზე დაწერა. 

მისი თქმით, პროკურატურაში გამართული ბრიფინგების შემდეგ ბანკის აქციების ფასი გაუფასურდა. რის გამოც აქციონერებმა 130 მლ დოლარით იზარალეს.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

''როგორც იცით დღეს პროკურატურის ბრიფინგმა საბჭოთა ტრადიციების შესაბამისად უკვე მესამედ, ბოლო 6 თვის განმალობაში მძიმე შედეგი მიაყენა თიბისი ბანკის აქციების ფასს, როგორც იანვარ -თებერალში დღესაც მისი ფასი დაახლოებით 12 % გაუფასურდა დღის განმავლობაში. შედეგად ბანკის აქციოერებმა დღეს 130 მლ დოლარით იზარალეს . წინა ორ ბრიფინგსაც იგივე შედეგები ქონდა.
ეს არის მიზანმიმართული ქმედება საერთაშორისო ინვესტორების და ჩვენი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის წინააღმდეგ. 
აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ 24 ივნისს ლონდონში ჩვენმა აქციონერებმა მე და ბადრი 98% ხმათა რაოდენობით თავიდან აგვირჩიეს ბანკის თავჯდომარედ და მის მოადგილედ, რისთვისაც მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს ასეთი ნდობისათვის. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ არ დასრულდა უსამართლო თავდასხმები ჩვენზე და ამის გამო ზარალდებიან ბანკი, მისი აქციონერები და თანამშრომლები ამიტომ ვტოვებთ ბანკში დაკავებულ თანამდებობებს მანამ სანამ არ დასრულდება ეს აბსურდული პროცესი . ჩვენ გვჯერა რომ ინსტიტუტი რომელსაც 27 წელიწადი ვაშენებდით და რომელიც წარმატების სიმბოლო გახდა ჩვენი ქვეყნისათვის დაუბრკოლებლად გააგრძელებს თავისი სტრატეგიული მიზნების განახორციელებას.
სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს !!!'' - წერს ხაზარაძე. 

თიბისი ბანკის დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურამ ფულის გათეთრების საქმეზე ბრალი გუშინ წარუდგინა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი