ხვალ ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის მოვლენებზე დაკითხავენ

22 ივლისი 2019, 20:17 1352 ნახვა

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი 23 ივლისს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოწმის სტატუსით დაიკითხება - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სამართალდამცველების შეკითხვებს უპასუხებს.

''თბილისის საქალაქო სასამართლოში, "გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, მოწმის სტატუსით დაიკითხება. შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომელიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს, ირაკლი ოქრუაშვილი სამინისტროში გამოკითხვაზე 21 ივნისს იყო დაბარებული, თუმცა, არ გამოცხადდა. მიზეზად კი ის დაასახელა, რომ სურდა, დაკითხვა მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით შემდგარიყო. იმავე დღეს, ირაკლი ოქრუაშვილმა მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და ითხოვა, რომ ვინაიდან იგი უცხოეთში მიემგზავრებოდა დაკითხვის თარიღი და დრო მხოლოდ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ჩანიშნულიყო.

ყოფილი თავდაცვის მინისტრი სამართალდამცველების შეკითხვებს, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დასმულ შეკითხვებს უპასუხებს, რომელზეც გამოძიება 2 მუხლით სსკ-ის 225-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და 315-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს“ - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი