ვლადიმირ ზელენსკის პარტია ლიდერობს - უკრაინის ცესკო-მ პირველადი მონაცემები გამოაქვეყნა

22 ივლისი 2019, 00:20 2534 ნახვა

დღეს უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პირველი წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. ჯერ-ჯერობით ბიულეტენების 0,07 პროცენტია დათვლილი. 

უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახური“ 44,51 %-ით ლიდერობს.

მეორე პოზიციაზეა იულია ტიმოშენკოს პარტია ბატკივშინა - 14,15%.

''რადიკალურ პარტიას“  9,67 პროცენტი აქვს.

პეტრო პოროშენკოს პარტია „ევროპულ სოლიდარობას“ – 6,86%.

ხუთ პროცენტიანი ბარიერი კიდევ ერთმა პარტიამ გადალახა - „ოპოზიციურ პლატფორმას – სიცოცხლისთვის“ ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით – 5,19% აქვს. 

ახალი მოწვევის რადა 9 სექტემბრამდე უნდა შეიკრიბოს. 

უკრაინაში საპარლამენტო, უმაღლესი რადას არჩევნები შერეული სისტემით ტარდება.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, არჩევნებამდე თავის მხარდამჭერებს მოუწოდა პროპორციულ არჩევნებში მხარი ზელენსკის პარტიისთვის დაეჭირათ. ეგზიტპოლის მონაცემებით, მიხეილ სააკაშვილის პარტია „ახალ ძალთა მოძრაობამ“ უკრაინის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი ვერ გადალახა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი