საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებმა ევროპის გრანპრიზე, რუსეთი დაამარცხა. პოლონეთის ქალაქ ლოძში მიმდინარე თამაში ანგარიშით 22-17 დასრულდა. მანამდე ქართულმა გუნდმა სენსაციური შედეგი დააფიქსირა ინგლისის ნაკრებთან, როდესაც მას 22-12 მოუგო.
ლელოებით ინგლისის წინააღმდეგ თავი რევაზ ხარაზიშვილმა და ბექა წიკლაურმა გამოიჩინეს. კიდევ ერთი მატჩი ქართველმა მორაგბეებმა გერმანიასთან გამართეს, თუმცა 12-15 დაამარცხა.