პაატა სალია ''რუსთავი 2''-ში მივიდა

19 ივლისი 2019, 10:29 1859 ნახვა

''რუსთავი 2''-ის ახალი ხელმძღვანელი ტელეკომპანიაში, რამდენიმე წუთის წინ, მივიდა. პაატა სალია გეგმავს არხის იმ თანამშრომლებს შეხვდეს, რომლებიც ფინანსურ საკითხებს განკარგავენ. 

''გუშინაც ამ მიზნით მოვედი, რომ დამეწყო გაცნობა კომპანიაში არსებული ვითარების, პირველ რიგში გამეგო თანამშრომლების ვინაობა და შემდგომ შევხვედროდი ყველას უკლებრივ, გამეცნო ყველა თანამშრომელი და პარალელურად დამეწყო იმ საკითხებზე მუშაობა, რაც აუცილებელია კომპანიის შეუფერხებელი საქმიანობისთვის. დღესაც იგივე მიზნით ვარ“,- თქვა პაატა სალიამ.

გუშინ, 18 ივლისს, არხის ახალმა დირექტორმა თქვა, პირველ ეტაპზე მენეჯმენტის გუნდის გაცნობა და მათთან გასაუბრება სურს. სალია ტელეკომპანიის ყოფილ დირექტორს ნიკა გვარამიას გუშინვე ესაუბრა.  უთხრა, რომ საქმეების ცივილური ფორმით გადაბარება სურს. გვარამიამ კი უპასუხა, რომ მასთან თანამშრომლობას არ აპირებდა. 

მოგვიანებით პაატა სალია „რუსთავი 2“-ის ნიუსრუმში ჟურნალისტებს ესაუბრა. თანამშრომლებმა მას ახალი კონტრაქტები და გარანტიები მოსთხოვეს.

„თქვენ თუ მოიტანთ ორწლიან კონტრაქტებს იმ ცნობილ სახეებზე, რომლებიც ქმნიან ივანიშვილისთვის არასასურველ კონტენტს, თუ მოიტანთ ასეთ 10 კონტრაქტს, მაშინ მე პირადად თანახმა ვარ,“ – მიმართა „რუსთავი 2“-ის ახალ დირექტორს ნანუკა ჟორჟოლიანმა.

პაატა სალიამ მას უთხრა, რომ კონტრაქტების მომზადებას დრო სჭირდება.

 

ფოტო: ინტერპრესნიუსი

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი