ჩვენ მოვითხოვთ არ ჩაიდინონ დანაშაული და ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს კანონდარღვევით არ გადაუფორმონ - განცხადება ნიკა გვარამიამ ''რუსთავი 2-ის'' საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ გააკეთა.
ნიკა გვარამია იუსტიციის სამინისტროს მოუწოდებს, „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში არ დაარეგისტრიროს იქამდე, ვიდრე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადები არ ამოიწურება
''ჩვენ მოვითხოვთ არ იქნას ჩადენილი დანაშაული, არ იქნას გადაფორმებული ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშზე კანონდარღვევით და მხოლოდ ერთი ადამიანის არასწორი ინტერპრეტაციით. ჩვენ ამას დანაშაულებრივ ქმედებად და რუსთავი 2 მითვისებად ჩავთვლით.
ჩვენ გვაქვს უფლება გასაჩივრების. გასაჩივრების დაკმაყოფილება გამოიწვევს, საქმის სრულ დაშლას და ამ უფლების, რეალურად გაუქმება იუსტიციის მინისტრის მიერ, ვიმეორებ ეს არის კანონდარღვევა და თანამდებობრივი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
თვითონ იუსტიციის მინისტრმა ვანო მერაბიშვილის საქმეზე გახსოვთ, რომ თქვა ჯერ ვანო მერაბიშვილი ვერ ჩაითვლება პოილიტიკურ პატიმრად იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს სამი თვე გასასაჩივრებლად და შემდეგ დიდი პალატის განხილვის დასრულებამდე ვანო მერაბიშვილი 18 - მუხლის დარღვევას , პოლიტიკურ პატიმრობას ვერ გამოიყენებს თავის სასარგებლოდო - ეს არის იუსტიციის მინისტრის სიტყვები და იქ არაფერი არ ეწერა დროებით ღონისძიებაზე, იმ გადაწყვეტილებაში რომელიც მან ასე განმარტა.
მე ვსვამ კითხვას,, რა განსხვავებაა ამ ორ გადაწყვეტილებას შორის და რატომ არის ახლა განსხვავებული განმარტება. მე ვფიქრობ რომ ეს კითხვა რიტორიკულია იმიტომ, რომ ''რუსთავი 2-ს'' მითვისება მოხდეს'' განაცხადა ნიკა გვარამიამ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე
''რუსთავი 2''-ის საქმეზე სტრასბურგმა დარღვევა არ დაადგინა. ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება ტელეკომპანიის საქმეზე თბილისის დროით 12 საათზე გამოაქვეყნა.