შინაგან საქმეთა მინისტრმა, დღეს გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ, tv პირველის ჟურნალისტს ინგა გრიგოლიას კრიტიკული შეკითხვებისთვის მადლობა გადაუხადა და მის მიმართ დაწყებული ბულინგი დაგმო.
გიორგი გახარიამ საკითხზე საუბარი საკუთარი სურვილით დაიწყო.
''თქვენ თუ სხვა შეკითხვები არ გაქვთ, მე მინდა გამოვთქვა ერთი აზრი. მინდა ერთმნიშვნელოვნად ხაზი გავუსვა და მხარი დავუჭირო ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას... ჩემთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო მასთან ეთერში მისვლა, აბსოლუტურად მიუღებელია ის ზეწოლა, ჩვეულებრივი ელემენტარული ბულინგი, რომელსაც მასზე ახორციელებდნენ'' - უთხრა მედიის წარმომადგენლებს მინისტრმა.
გიორგი გახარია ''რეაქციაში"' ინგა გრიგოლიას კითხვებს 11 ივლისს პასუხობდა. გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ ჟურნალისტის მისამართით სექსისტური და შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. მათ შორის იყვნენ მმართველი პარტიის წევრები.