ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტის მიმართ გაკეთებული გამონათქვამები გააპროტესტეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციაში. უმაღლესი საბჭოს წევრის, გია აბულაძის განცხადებით ივანიშვილის გამოთქმები იყო იმ აგრესიული პოლიტიკის გაგრძელება, რასაც ადგილი ჰქონდა 20 ივნისს.
აბულაძემ ბიძინა ივანიშვილსა და ქართული ოცნების ხელმძღვანელობას ბოდიშის მოხდა მოსთხოვა. ფაქტი შეაფასეს რესპუბლიკურ პარტიაშიც. ირაკლი ჩავლეიშვილის შეფასებით ხელისუფლების უარყოფითი განწყობა აჭარის ტელევიზიის მიმართ მაუწყებლის დამოუკიდებლად მუშაობაზე მიუთითებს.