მმართველი გუნდი 20-21 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე ოპოზიციას პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს

14 ივლისი 2019, 15:30 1311 ნახვა

ნათია მეზვრიშვილის განცხადება პოლიტიკოსებმა შეაფასეს. ოპოზიციისთვის გაუგებარია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის  პოზიცია.შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა შეცდომა დაუშვეს, როცა აქციის შეწყვეტა უფრო ადრე არ დაიწყეს.  ამასთან ოპოზიცია  საუბარობს იმაზე, რომ გამოყენებული ტყვიები არალეტალური იყო, რადგან შედეგი სახეზეა.

უცვლელია მმართველი გუნდის პოზიცია, სადაც ამბობენ, რომ ეს არა ანტისაოკუპაციო აქციის დარბევა, არამედ პოლიციის მიერ გამოყენებული შესაბამისი ძალა იყო.

უმრავლსებობაში ამბობენ, ისინი მზად არიან საგამოძიებო უწყებაში გამოსაცხადებლად, თუმცა ასევე მმართველი გუნდი 20-21 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე ოპოზიციას პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი