იყვნენ თუ არა ელჩები 20 ივნისის ღამეს პარლამენტში? - პოზიციები

12 ივლისი 2019, 15:16 1969 ნახვა

გიორგი გახარიას განცხადებას,  რომ 20 ივნისის ღამის მოვლენებს  უცხო ქვეყნის ელჩებთან ერთად აკვირდებოდა,  საგარეო საქმეთა სამინისტროში ორი განსხვავებული კომენტარი გააკეთეს. ვლადიმირ კონსტანტინიდმა მედიასთან პირველ ინტერვიუში თქვა, რომ ელჩების მობილიზება არ გაუკეთებია. მოგიანებით უწყებამ კონსტანდინის ჩაწერა მეორედ მოითხოვა, მიზეზად კი ჟურნალისტის კითხვის ინტერპრეტირება დაასახელა.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამჯერად შსს-ს მინისტრის განცხადება ნაწილობრივ დაადასტურა. დავით ზალკანიანის განცხადებით კი პარლამენტში 20 ივნისის ღამეს რამდენიმე ელჩი საკუთარი ნებით  მივიდა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლისა და საფრანგეთის ელჩის განცხადებით კი ისინი შეხვედრაზე არ იმყოფებოდნენ. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში