შს მინისტრის განცხადებები ოპოზიციისთვის გაუმართლებელია, აქ ამბობენ, რომ გიორგი გახარია პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა, და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ იგი 20 ივნისის ღამეზე პასუხს აგებს.
მმართველი გუნდის წევრები კი მინისტრის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურებიან და ფიქრობენ, რომ აქციის დაშლის გადაწყვეტილება გახარიამ დააგვიანა. კომენტარი გააკეთა საფრანგეთის ელჩმაც. პასკალ მენიეს განცხადებით, საქმის გამოძიების პროცესსში ომბუდსმენი უნდა ჩაერთოს.