პრეზიდენტი რუსეთზე - მეზობელს მოვუწოდებ არ აყვეს ესკალაციას

09 ივლისი 2019, 14:14 1560 ნახვა

''მივმართავ რუსეთის ხელისუფლებას, არ აჰყვეს ესკალაციას. პარადოქსი იქნება, თუ მეზობელი ქვეყნა, მისივე დახასიათებით რადიკალური ძალებისგან წამოწყებულ პროვოცირებას უპასუხებს და მათ დესტრუქციულ მიზნებს შეუწყობს ხელს'' - ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე გააკეთა. 

საქართველოს პრეზიდენტის ბოლო დრო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და სხვადასხვა ძალებს მშვიდობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მშვიდობიანი პოლიტიკა არის ერთადერთი გზა ქვეყანაში და რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად

''მივმართავ რუსეთის ხელისუფლებას, არ აჰყვეს ესკალაციას. პარადოქსი იქნება, თუ მეზობელი ქვეყნა, მისივე დახასიათებით რადიკალური ძალებისგან წამოწყებულ პროვოცირებას უპასუხებს და მათ დესტრუქციულ მიზნებს შეუწყობს ხელს'' - ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე გააკეთა. 

საქართველოს პრეზიდენტის ბოლო დრო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და სხვადასხვა ძალებს მშვიდობისკენ მოუწოდა. 

''როგორც საქართველოს პრეზიდენტი, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გარანტი და დამცველი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თავისუფლება განუყოფელია პასუხისმგებლობისა. ქვეყნის მიმართ პასუხიმგებლობა მოითხოვს, რომ გვერდზე გადავდოთ ემოციები და პოლიტიკური გემოვნება. ვიფიქროთ და ვიზრუნოთ საზოგადოებრივ სიმშვიდესა და ქვეყნის სტაბილურობაზე. არ უნდა დავუშვათ, რომ რაღაც პროვოკაციებით გარკვეულმა ძალებმა სცადონ საქართველოს დისკრედიტაცია და მის ფარგლებს გარეთ და დესტაბილიზაცია ქვეყანაში. 

მინდა ყველას შიგნით და გარეთ მოგიწოდოთ დეესკალაციისკენ. მივმართავ იმ ძალებს ქვეყანაში, ვინც ნებსით თუ უნებლიედ საფრთხეს უქმნის ქვეყნის სტაბილურობას, მის მთავარ მონაპოვარს და ღირებულებას საკუთარი პოლიტიკური მიზნების გამო საფრთხის ქვეშ აყენებს. 

მივმართავ მათ ვინც უპასუხისმგებლო ქმედებებითა და განცხადებებით, პატრიოტიზმის დროშის ქვეშ, აზარალებს ჩვენს ქვეყანას'' - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი