პარლამენტის წინ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეების აქცია დასრულდა. ორგანიზატორები მიზეზად მეუფის კურთხევას ასახელებენ და ამბობენ, რომ ამ ეტაპზე აქცია პარლამენტის წინ აღარ გაგრძელდება.
ახლა პარლამენტის წინ მხოლოდ ანტისაოკუპაციო აქცია მიმდინარეობს, რომელზეც კვლავ შს მინისტრის გადადგომას მოითხოვენ. რუსთაველზე ორი აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, იყო დაპირისპირებაც.