გამოხატვის თავისუფლება და მედიის რეგულირების საფრთხე  

08 ივლისი 2019, 21:24 1346 ნახვა

ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულებად შეფასებული ერთი ჟურნალისტის შეურაცხმყოფელი და არაეთიკური განცხადება და რუსთავი 2-ის წინააღმდეგ დარაზმული საქართველოს ხელისუფლება - ის რაც გუშინ ვნახეთ ყველაში გამოიწვია ნეგატიური რეაქცია - დაახლოებით ასე იწყებდნენ საკუთარ ფეისბუქ-პოსტებს მაღალი თანამდებობის პირებიც, ოღონდ სხვანაირად ამთავრებდნენ. წერდნენ და ეხმაურებოდნენ გაცილებით სწრაფად ვიდრე გავრილოვის ფაქტს, რომელსაც სხვატაშორის 18-დღიანი აქციები მოჰყვა პარლამენტთან. ის რაც ისედაც ყველამ დაგმო და თავად არხმაც შეაფასა არაეთიკურად, სახელმწიფო გადატრიალების ხელახალ მცდელობად აღიქვა საქართველოს მმართველმა გუნდმა.

უფრო მეტიც, ისინი მინიშნებებს აკეთებენ გარედან „დასჯაზე.“ იმაზე, რაც ტელევიზიის თვითრეგულირების საქმეა. თვითრეგულირებამ გაბუნიას 2 თვით უფლებამოსილება შეუჩერა - იგი შემოდგომამდე „პოსტ სკრიპტუმს“ და „არჩევანს“ ვეღარ წაიყვანს. ცნობისთვის. ჟურნალისტის მხრიდან არაეთიკურ განცხადებას გმობს ყველა, გმობენ მედიაექსპერტებიც,  აქვე ხაზგასმით საუბრობენ გამოხატვის თავიუსფლების ფარგლებში დაცულ უფლებაზე და არსებულ საფრთხეებზე.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი