თბილისში საპროტესტო აქციები გრძელდება. 18 დღეა ხალხი ხელისუფლებას გიორგი გახარიას გადაყენებას სთხოვს. შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას 20 ივნისის შემდეგ ითხოვენ, როცა პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქცია პოლიციამ რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. 200-ზე მეტი მოქალაქე დაშავდა, რამდენიმე მძიმედ, ორმა კი თვალი დაკარგა.
საპროტესტო აქციები პერიოდულად იმართება სხვადასხვა ქალაქში. განსხვავებულია პროტესტის გამოხატვის ფორმებიც - შიმშილობა, მშვიდობიანი მარში, მუსიკალური ნომრები. დღესაც, უკვე უცვლელ დროს, 19 საათზე შეიკრიბნენ მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან.