ბეშუმში სეზონი 11 ივლისს ოფიციალურად გაიხსნება

07 ივლისი 2019, 15:00 1446 ნახვა

11 ივლისს, კურორტი ბეშუმი ოფიციალურად გაიხსნება. დაგეგმილია, მუსიკალური, ქორეოგრაფიული  ნომრებით გაჯერებული  ორსაათიანი  შოუ. ღონისძიებაში ადგილობრივი მუსიკალური და ქორეოგრაფიული ჯგუფები მიიღებენ მონაწილეობას.

პოეტები კი ლექსებს წაიკითხავენ. გამოიფინება და გაიყიდება ადგილობრივი  წარმოების ხელნაკეთი ნივთები,  ნახატები და კერძები.

 ბეშუმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით,  ადგილზე ფუნქციონირებს როგორც სასწრაფო-სამაშველო ბრიგადები, ასევე სამედიცინო მომსახურების ცენტრები.

საზაფხულო კურორტი ზღვის დონიდან 1850-1900 მეტრზე მდებარეობს.  ბეშუმში სეზონი აგვისტოს ბოლომდე გრძელდება.  ბეშუმში ძირითადად აჭარაში მცხოვრები ოჯახები ისვენებენ, დამსვენებელთა უმეტესობა ამბობს, რომ ბეშუმში დასვენება მათთვის ტრადიციაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში