შიმშილობის მე-11 დღე, დაანონსებული მარში და სოლიდარობის აქცია

06 ივლისი 2019, 15:30 1256 ნახვა

პარლამენტთან მოშიმშილეები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მოინახულა. 2 მოქალაქე რუსთაველის გამზირზე გაშლილი კარავში მე-11 დღეა შიმშილობს. დღეს, საღამოს 7 საათიდან აქციის მონაწილეები ისევ  შეიკრიბებიან   და  შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ. ორგანიზატოებმა მარში დაანონსეს.

პარლამენტთან კიდევ ერთი აქციაა დაგეგმილი - "მე გავრილოვი არ ვარ", "დაიღალე პუტინისგან? დაისვენე საქართველოში"- ამ სლოგანებით, საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეები პარლამენტთან სოლიდარობის აქციას გამართავენ. ერთ-ერთი სლოგანია ისიც, რომ, რუსეთის მოქალაქეები აღიარებენ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი