დეზინფორმაცია რუსულ ტელეარხებზე

04 ივლისი 2019, 21:22 3267 ნახვა

15-დღიანი ანტისაოკუპაციო აქციების ფონზე გააქტიურდა რუსული პროპაგანდისტული მანქანა საქართველოს წინააღმდეგ - რუსეთის რამდენიმე არხი ანტითურქულ და დეზინფორმაციულ სიუჟეტებს ავრცელებს აჭარის შესახებ, საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს აჭარა თურქეთის რეგიონიდან არის ქცეული და თითქოს რეგიონმა დაკარგა სტრატეგიული ობიექტები. რუსეთის სტრატეგია ცნობილია, ახლა მთავარია როგორ გაუმკლავდება დეზინფორმაციას საქართველო. მნიშვნელოვანია მედიის როლი -  რომელმაც მაქსიმალურად, რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით მომზადებული რეპორტაჟები უნდა დაუპირისპიროს ე.წ. რბილ ძალას. „მითები და რეალობა“ აქამდეც არაერთხელ მოხვდა ანგარიშვალდებული მედიის ყურადღების ცენტრში.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი