დღეიდან ბათუმში უბილეთო მგზავრებს 20 ლარით დააჯარიმებენ

04 ივლისი 2019, 12:41 2919 ნახვა

დღეიდან, 4 ივლისიდან, ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში, უბილეთო მგზავრებს 5 ლარის ნაცვლად, 20 ლარით დააჯარიმებენ. ბათუმის ''ავტოტრანსპორტში'' ამბობენ, რომ ცვლილებები ყველა მუნიციპალიტეტში ერთდროულად ამოქმედდა. 

გაზრდილი სანქციების შესახებ საინფორმაციო სტიკერებს ავტობუსებში უახლოეს დღეებში გამოაკრავენ. 

სიახლეა ბილეთის აღების წესშიც: მგზავრი ვალდებულია, ბილეთი მგზავრობის დაწყებისთანავე აიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონტროლიორის მიერ მგზავრობის ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება დაჯარიმდეს.

რაც შეეხება ჯარიმის გადახდის ვადებს, თუ 30 დღის განმავლობაში საურავს არ გადაიხდით, 50 ლარის ნაცვლად 40 ლარით დაგაჯარიმებენ. ცვლილების შემდეგ საურავი 10 ლარით შემცირდა. 

კანონში ცვლილების შეტანას პარლამენტმა მხარი 29 მაისს დაუჭირა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი