ბათუმი-სენაკის გზაზე 14 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა

02 ივლისი 2019, 21:35 3823 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევა შეკვეთილში - დაშავდა 14 სამხედრო მოსამსახურე - მათ სხეულის სხვადასხვა დაზიანება აღენიშნებათ - თავდაცვის სამინისტროს ცნობით დაშავებულები საავადმყოფოებში მოათავსეს. სამ სამხედროს ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია, ისინი ახლა ქობულეთის საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში რჩებიან. ექიმის ცნობით მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პაციენტებს მოტეხილობები აღენიშნებოდათ.

სამი გუშინ გაწერეს. 6 კი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი. დაშავებულები თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მოინახულა. ოფიციალური ინფორმაციით ბათუმიდან სენაკის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი, რომელსაც მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები გადაჰყავდა, სავალი გზის ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. სამხედროები სამოქალაქო ტრანსპორტით გადაადგილდებოდნენ. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. შემთხვევა, გუშინ, 1 ივლისს მოხდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი