პარლამენტთან მშვიდობიანი პროტესტი ერთი მოთხოვნით გრძელდება, გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია.
ტრანსფარანტები, მშვიდობიანი მსვლელობები, მაისურებზე გაკეთებული წარწერები, ლიდერების მიერ ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადებები და მოშიმშილეები- ეს ყველაფერი მე-11 დღეა პარლამენტთან გრძელდება.