პრემიერ-მინისტრი პარლამენტში სავარაუდოდ არ მივა

27 ივნისი 2019, 10:44 1791 ნახვა

გავრცელებული ინფორმაციით,  პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე  შესაძლოა  საქართველოს პარლამენტში დღეს მოხსენებით აღარ გამოვიდეს.  არსებული ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიმდინარე პროცესებს უკავშირდება. პრემიერ-მინისტრის  ადმინისტრაციაში აღნიშნულ ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ადასტურებენ.

დღის წესრიგით, მთავრობის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშით  საქართველოს პრემიერ-მინისტრის პარლამენტში გამოსვლა დღევანდელ პლენარულ სხდომაზეა ჩანიშნული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი