პარიზში ქართველმა ემიგრანტებმა ''სირცხვილის'' აქცია გამართეს

26 ივნისი 2019, 12:18 1938 ნახვა

აქცია ''სირცხვილია'' პარიზშიც გაიმართა. საფრანგეთში მცხოვრები ქართველები ''რუსულ ოკუპაცია'' და 20 ივნისს, თბილისში, პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ. 

"რისეთი ოკუპანტია", "Stop Russian occupation", ''თვალი თვალის წილ", ''არა კოლაბორაციონისტ და მოღალატე მთავრობას'' - მსგავსი წარწერით პლაკატები ქართველებმა, პარიზში საქართველოს საელჩოსთან მიიტანეს.

სოლიდარობის აქციის შემდეგ, კიდევ ერთი აქტივობა დააანონსეს. ანალოგიური აქციის გამართვას რუსეთის საელჩოსთანაც გეგმავენ.

20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებიები გამოეხმაურნენ და სოლიდარობის აქციები გამართეს. 

 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში