ალექსანდრე თევზაძის დაჭრის საქმეზე ყოფილი დეპუტატი კახა მიქელაძე დააკავეს

25 ივნისი 2019, 12:22 1681 ნახვა

მერიის ყოფილი თანამშრომლის  ალექსანდრე თევზაძის დაჭრის ფაქტზე "ბათუმის დინამოს" პლაჟის  ფეხბურთის ხელმძღვანელი კახა მიქელაძე და კიდევ ერთი პირია დაკავებული.  მათ გამოძიება  ჯგუფურად  იარაღის გამოყენებით  ხულიგნობას  ედავება. კახა მიქელაძე ,,ქართული ოცნების“  აქტიური მხარდამჭერია. 

დაზარალებულის განცხადებით მას დაზიანებები  ხელისა და თავის არეში  აქვს მიყენებული.  მომხდართან დაკავშირებით განცხადების  გაკეთებას ის  დღის განმავლობაში გეგმავს. სავარაუდოდ დაპირისპირება კახა მიქელაძესა და ალექსანდრე თევზაძეს შორის,  21 ივნისს, მიქელაძის მიერ, სოციალურ ქსელში განთავსებულ სტატუსს მოჰყვა, რომელიც პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში